Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია რასტანის დაკარგვის მიუხედავად ერთიანდება


სირიელი დისიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ თურქეთში ორგანიზებულ საბჭოზე, რათა მხარი დაუჭირონ იმ ძალებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობას ცდილობენ. როგორც ჟურნალისტებს პარიზში მოღვაწე მეცნიერმა ბურჰან გალიონმა უთხრა, დამუკიდებელი ჯგუფი საკუთარ თავს სირიელი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლასთან აიგივებს, თუმცა „წინააღმდეგია ნებისმიერი სახის საგარეო ჩარევისა, რაც შეარყევს სირიელი ხალხის დამუკიდებლობას.“ თურქეთში სირიის დისიდენტური ჯგუფის შეხვედრა დაემთხვა ცნობას, რომლის თანახმადაც სირიის უსაფრთხოების ძალებმა და არმიამ აღადგინა კონტროლი ქალაქ რასტანიზე, რომელიც ოპოზიციის მომხრე ძალების მთავარ საყრდენ პუნქტად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG