Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა


საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გამოსავლენად თელავის ოლქში 2 ოქტომბერს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ვასილ დავითაშვილი ლიდერობს. ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, მან ხმების 84,33% მიიღო. დავითაშვილის კონკურენტს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრს ნიკოლოზ ლაშხს მხარი არჩევნებში მონაწილეთა თითქმის 11%-მა დაუჭირა, "მრეწველების" კანდიდატს ვასილ არაბულს კი ხმების 4,72 % აქვს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა შეფასებით, თელავში გამართული შუალედური საპარლამენტო არჩევნები "თავისუფალი და კონკურენტუნარიანი არჩევნების ნამდვილი მაგალითი" იყო და ხარვეზების გარეშე ჩაიარა. თავის მხრივ, ქრისტიან-დემოკრატებმა განაცხადეს, რომ მათ ლიმიტირებული რესურსი გამოიყენეს, მმართველმა პარტიამ კი მთელი სახელმწიფო მანქანა აამუშავა და არც ფინანსები დაზოგა. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა მიიჩნევს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებს შედეგის ანალიზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაში დაეხმარება.
XS
SM
MD
LG