Accessibility links

logo-print

”ჰაკანი” უარყოფს რაბანის მკვლელობაში მონაწილეობას


ავღანეთის შეიარაღებული დაჯგუფების - ”ჰაკანის” ერთ-ერთმა ლიდერმა - სირაჯ ჰაკანიმ ბი-ბი-სის განუცხადა, რომ ეს დაჯგუფება არ მონაწილეობდა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობაში. მისივე განცხადებით, ”ჰაკანი” არ არის დაკავშირებული პაკისტანის უშიშროებასთან. შეგახსენებთ ბურჰანუდინ რაბანი 20 სექტემბერს ქაბულში მოკლა პირმა, რომელმაც თქვა, რომ ”თალიბანისგან” ჰქონდა გზავნილი გადასაცემი. ავღანეთის ხელისუფლებამ რაბანის მკვლელობაში, რომელიც პაკისტანელმა თვითმკვლელმა განახორციელა, ”ჰაკანის” ქსელი დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG