Accessibility links

logo-print

დაღესტანში ორი აფეთქება მოხდა ბოლო დღეღამის განმავლობაში


დაღესტანში დღეს აფეთქდა ავტომანქანა, რომელსაც რესპუბლიკის შსს-ს ოპერატიულ-სამძებრო ნაწილის უფროსი მართავდა. აფეთქების შედეგად ის დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება მახაჩყალასთან ახლოს, თურალის დასახლებაში მოხდა. გასულ ღამეს დაღესტნის ქალაქ ყიზილიურტში მოხდა აფეთქება, რომლის შედაგადაც ორი პოლიციელი დაიღუპა. ბომბი მანქანაში იყო დამონტაჟებული და როდესაც მის ახლოს პოლიციის მანქანამ ჩაიარა, ამოქმედდა. აფეთქების სიმძლავრემ 20 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი შეადგინა.
XS
SM
MD
LG