Accessibility links

logo-print

სირტეს საავადმყოფო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა


ლიბიის ქალაქ სირტეს საავადმყოფოში გენერატორისთვის საჭირო საწვავის მარაგი გამოილია, რის გამოც შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. საავადმყოფოს თანამშრომლები, რომლებმაც ქალაქის დატოვება მოახერხეს, ამბობენ, რომ დაჭრილები საოპერაციო მაგიდაზე იხოცებიან. გრძელდება სირტესთვის ბრძოლა გარდამავალი ეროვნული საბჭოსა და მუამარ კადაფის მხარდამჭერ ძალებს შორის. ”წითელი ჯვრის” თანამშრომლები იუწყებიან, რომ საომარი მოქმედებების მიმდინარეობის გამო მათ ვერ მოახერხეს საავადმყოფოსთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება. გარდამავალი საბჭოს ძალების სარდალმა განაცხადა, რომ გადამწყვეტი იერიშის მიტანა ქალაქ სირტეზე გამორიცხულია იმის გამო, რომ ქალაქში ჯერ კიდევ იმყოფება 15 ათასზე მეტი მოქალაქე. მანვე აღნიშნა, რომ ლიბიის ახალი ხელისუფლების ძალები ახლა მობილიზებული არიან სირტეს სამხრეთით, სადაც შესაძლოა თავს აფარებდნენ მუამარ კადაფის ერთ-ერთი ვაჟი და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
XS
SM
MD
LG