Accessibility links

logo-print

საბერძნეთი საერთაშორისო ფინანსური დახმარების მოლოდინშია


ათენში დასრულდა მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასა და ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დელეგაციებს შორის. მოლაპარაკებები ეხებოდა საბერძნეთისთვის მორიგი ფინანსური ტრანშის გამოყოფას. საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ოთხშაბათისთვის უნდა მოამზადონ ანგარიში საბერძნეთის მდგომარეობის შესახებ. ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში გრძელდება საპროტესტო აქციები მთავრობის მიერ დაგეგმილი ნაბიჯების წინააღმდეგ. საბერძნეთის მთავრობა 30 ათასი ადამიანის სამსახურიდან დათხოვნას გეგმავს. საბერძნეთის ხელისუფლების ამოცანა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაა, თუმცა, შიშობს, რომ წლის ბოლომდე დასახულ ნიშნულს ვერ მიაღწევს.
XS
SM
MD
LG