Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის სასამართლო იწყებს ბერეზოვსკის სარჩელის განხილვას


ლონდონის უმაღლესი სასამართლო დღეს ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის - რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ მეწარმე ბორის ბერეზოვსკის სარჩელის განხილვას იწყებს. ამის შესახებ ”რია-ნოვოსტი” იუწყება. ბერეზოვსკი აბრამოვიჩისგან 2 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის გადახდას ითხოვს კომპენსაციის სახით. კერძოდ, თავის სასარჩელო განაცხადში ბერეზოვსკი აღნიშნავს, რომ 2000-2003 წლებში ის და მისი ბიზნეს-პარტნიორი ბადრი პატარკაციშვილი იძულებული გახდნენ რუსეთის ზოგიერთ კომპანიაში არსებული აქტივები მათ რეალურ ფასზე იაფად გაეყიდათ, რაც აბრამოვიჩის მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხდა. მოსარჩელე იწრმუნება, რომ აქტივების გაყიდვის ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობაა სწორედ ის თანხა, რასაც დღეს აბრამოვიჩისგან ითხოვს. ეს სარჩელი ლონდონის სასამართლოში 2007 წელს იყო შეტანილი.
XS
SM
MD
LG