Accessibility links

logo-print

ცესკო: შუალედურ არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით თელავის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებში ხმათა 80 პროცენტზე მეტით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, თელავის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა გაიმარჯვა. 10,94% აქვს "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატს ნიკოლოზ ლაშხს, "მრეწველების" კანდიდატს ვასილ არაბული კი 4,72 % -ი ერგო წილად. კომისიის ცნობით, უბნებზე რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები პარლამენტარ გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
XS
SM
MD
LG