Accessibility links

logo-print

შეიარაღებულმა პირებმა ერაყელი პოლიციელები მძევლად აიყვანეს


ერაყის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელები შეიჭრნენ ერაყის დასავლეთით მდებარე ანბარის პროვინციის ადმინისტრაციულ შენობაში და მძევლები აიყვანეს. შტურმი განხორციელდა ქალაქ ალ ბაღდადში, რომელიც ერაყის დედაქალაქიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე აფეთქებები მოხდა იმ შენობებში, რომლებშიც მერიის წარმომადგენლები და პოლიციის ოფიცრები ცხოვრობენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევლად სწორედ პოლიციის ოფიცრები აიყვანეს. უცნობია მძევალთა და შესაძლოა მსხვერპლის რაოდენობა. ანბარის პროვინცია უპირატესად სუნიტი მუსლიმანებით არის დასახლებული და მეამბოხეთა ბაზას წარმოადგენდა 2003 წლის ინტერვენციის შემდეგ, ვიდრე 2006 წელს ადგილობრივი თემები არ მიემხრნენ ამერიკელ სამხედროებს, რის შემდეგაც ძალადობამ პროვინციაში თანდათან იკლო.
XS
SM
MD
LG