Accessibility links

logo-print

ოქსფამი: ავღანეთში ქალთა უფლებებს საფრთხე ემუქრება


უფლებათადამცველი ორგანიზაცია ოქსფამის თანახმად, ქალთა უფლებებს ავღანეთში შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ამის მიზეზად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია ასახელებს ქვეყნიდან საერთაშორისო სამხედრო ძალების დაგეგმილ გაყვანას და ავღანეთის ხელისუფლების მცდელობას მყარი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს თალიბანთან. ახალ ანგარიშში, ოქსფამი აღნიშნავს, რომ 2001 წლის შემდეგ ქალთა უფლებები ავღანეთში გაუმჯობესდა, თალიბების პერიოდთან შედარებით განსაკუთრებით მკვეთრად იმატა გოგონების რიცხვმა სკოლებში. თუმცა, ოქსფამი წინასწარმეტყველებს „გაურკვეველ მომავალს“ და „უკუსვლას“, რაც ქალების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და თალიბებთან დაზავებას შესაძლოა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG