Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევმა თანამდებობიდან გადააყენა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე


რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა თანამდებობიდან გადააყენა და არმიიდან დაითხოვა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ანდრეი ტრეტიაკი. მის ნაცვლად კი დაინიშნა რუსეთის არმიის სამხრეთ (ჩრდილოეთ კავკასიის ოლქის) მიმართულების სარდლის მოადგილე, ვლადიმიერ ზარუდნიცკი. სანამ ეს ცვლილება განხორციელდებოდა, რუსეთის მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გენერალი ტრეტიაკმა და კიდევ რამდენიმე მაღალი თანამდებობის გენერალმა, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ შეიარაღებული ძალების რეფორმას, - პროტესტის ნიშნად გადადგომის პატაკები დაწერეს. თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გენერლებმა გადადგომა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ითხოვეს.
XS
SM
MD
LG