Accessibility links

logo-print

შუალედურ არჩევნებში თელავში მმართველი პარტიის ლიდერმა გაიმარჯვა


ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით თელავის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნებში ხმათა 80 პროცენტზე მეტით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, თელავის ყოფილმა გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა გაიმარჯვა. 10.94% აქვს "ქრისტიან-დემოკრატების" კანდიდატს ნიკოლოზ ლაშხს, "მრეწველების" კანდიდატს ვასილ არაბული კი 4.72 % -ი ერგო წილად. კომისიის ცნობით, უბნებზე რაიმე სერიოზული დარღვევა არ დაფიქსირებულა. თელავის მე-17 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები პარლამენტარ გიორგი არსენიშვილის გარდაცვალების გამო დაინიშნა.
XS
SM
MD
LG