Accessibility links

logo-print

3-4 ოქტომბერს ჟენევა მასპინძლობს ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ დისკუსიას


საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა ჟენევაში, რომელიც 3-4 ოქტომბერს მასპინძლობს ამიერკავკასიის უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დისკუსიის მე-17 რაუნდს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის დელეგაცია დასვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების აუცილებლობის, რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებისა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსებული დაბრუნების საკითხებს. თავის მხრივ, რუსეთის და მის მიერ აღიარებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დელეგაციები კვლავ მოითხოვენ, რომ საქართველო დათანხმდეს ძალის გამოუყენებლობის იურიდიული დოკუმენტის ხელმოწერას.
XS
SM
MD
LG