Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის პრემიის ერთ-ერთი ლაურეატი გარდაცვლილი აღმოჩნდა


კანადელი მეცნიერი რალფ შტეინმანი, რომელსაც ორ სხვა მეცნიერთან ერთად ნობელის პრემია მიენიჭა, - გარდაცვლილი აღმოჩნდა. მეცნიერი 30 სექტემბერს გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 3 ოქტომბერს სტოკჰოლმში დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინასა და ფიზიოლოგიაში. 10 მილიონი შვედური კრონის მოცულობის პრემია წილად ხვდა სამ მეცნიერს თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივიზაციის შესწავლისადმი მიძღვნილი ნაშრომისათვის. ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრუს ბეტლერი (აშშ-ი), ჟიულ ჰოფმანი(ლუქსემბურგი) და რალფ შტეინმანი(კანადა). დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG