Accessibility links

თავდასხმას ანბარის პროვინციაში 9 ადამიანი ემსხვერპლა


9 ადამიანი დაიღუპა ერაყის ანბარის პროვინციის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. შტურმი მძიმედ შეიარაღებულმა მოიერიშეებმა განხორციელეს ქალაქ ალ ბაღდადში, რომელიც ერაყის დედაქალაქიდან 150 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმას წინ უძღოდა აფეთქებები იმ შენობებში, რომლებშიც მერიის წარმომადგენლები და პოლიციის ოფიცრები ცხოვრობენ. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მძევლად აიყვენს პოლიციის სამი ოფიცერი. ანბარის პროვინცია უპირატესად სუნიტი მუსლიმანებით არის დასახლებული და მეამბოხეთა ბაზას წარმოადგენდა 2003 წლის ინტერვენციის შემდეგ, ვიდრე 2006 წელს ადგილობრივი თემების ლიდერები არ მიემხრნენ ამერიკელ სამხედროებს, რის შემდეგაც ძალადობამ პროვინციაში თანდათან იკლო.
XS
SM
MD
LG