Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გაიმართება შეხვედრა სამშვიდობო სტრატეგიაზე მოსალაპარაკებლად


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აპირებს უხუცესთა საბჭოსა და თემთა ლიდერების შეკრებას, ეროვნული თანხმობის მისაწღევად ახალ სტრატეგიაზე მოსალაპარაკებლად. გასულ კვირაში კარზაიმ „უნაყოფო“ უწოდა თალიბანთან მოლაპარაკების მცედლობას. ეს განცხადება მოჰყვა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობას. რაბანი, რომელიც გასულ თვეში გამოასალმეს სიცოცხლეს, ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ოპოზიციასთან კონტაქტების დამყარებისაკენ მიმართულ ძალისხმევას.
XS
SM
MD
LG