Accessibility links

logo-print

ნობელის კომიტეტი ძალაში ტოვებს გადაწყვეტილებას მედიცინის დარგში ლაურეატების შესახებ


დღეს სტოკჰოლმში დაასახელეს ნობელის პრემიის ლაურეატები მედიცინის დარგში. 10 მილიონი შვედური კრონის (1,46 მლნ დოლარის) პრემია წილად ხვდა სამ მეცნიერს თანდაყოლილი იმუნიტეტის აქტივიზაციის შესწავლაში შეტანილი წვლილისათვის. ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ ბრუს ბეტლერი (აშშ), ჟიულ ჰოფმანი (ლუქსემბურგი) და რალფ სტაინმენი (კანადა). მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ კანადელი მეცნიერი რალფ სტაინმენი ცოცხალი აღარ არის. მეცნიერი 30 სექტემბერს გარდაიცვალა. ნობელის პრემიის გაცემის წესებით, პრემია არ ენიჭება გარდაცვლილებს, მაგრამ ნობელის კომიტეტი დღეს გამართულ საგანგებო შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ არ შეცვლის გადაწყვეტილებას. მედიცინა არის, ტრადიციულად, პირველი დარგი, რომლითაც ყოველ წელს იწყება ნობელის პრემიის ლაურეატთა დასახელება. მას მიმდინარე კვირაშივე მოჰყვება ქიმიის, ფიზიკის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგებში წლევანდელი ლაურეატების გამოცხადება.
XS
SM
MD
LG