Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვულკან ანაკ-კრაკატაუს რაიონში ამოფრქვევის საფრთხე მატულობს


ინდონეზიის ხელისუფლება აფრთხილებს ტურისტებს და თევზსაჭერ გემებს, არ მიუახლოვდნენ ვულკანურ კუნძულ ანაკ-კრაკატაუს (”კრაკატაუს შვილს”), რადგან დიდია ამოფრქვევის საფრთხე. ვულკანი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტიდან 130 კილომეტრში, დასავლეთით მდებარეობს. ის წარმოიქმნა ტექტონიკური ბიძგების შედეგად, რომლის შედეგადაც 1883 წელს ვულკანი კრაკატაუ ამოიფრქვა. ამ პროცესს მაშინ ათიათასობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
XS
SM
MD
LG