Accessibility links

logo-print

პუტინს სურს „ევრაზიის კავშირის“ შექმნა


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გამოდის მოწოდებით პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების „ევრაზიის კავშირში“ გაერთიანებისაკენ. ეს ინიციატივა გამოთქმულია მის სტატიაში, რომელიც დღეს დაბეჭდა გაზეთმა „იზვესტიამ“. პუტინი ასახავს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ინტეგრაციას უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის მიზნით. „იზვესტიას“ პირველ გვერდზე დაბეჭდილი სტატიის სათაურია „ევრაზიის ინტეგრაციის ახალი პროექტი: მომავალი, რომელიც დღეს იწყება“. პუტინის ინიციატივით, ახალი კავშირი დაეფუძნება საბაჟო კავშირს, რომელიც უკვე არსებობს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს შორის და რომლის ფარგლებშიც მომავალი წლიდან გაუქმდება ყველა ბარიერი ვაჭრობის, ისევე როგორც კაპიტალისა და სამუშაო ძალის გადაადგილებისათვის. პუტინი ხედავს ახალი პროექტის მსგავსებას არა საბჭოთა კავშირთან, არამედ ევროკავშირთან.
XS
SM
MD
LG