Accessibility links

ქალაქ ახალციხის დასუფთავება ყოველდღიურად დილის საათებში ხდება, უფრო სწორად, იმ ქუჩების, სადაც ასფალტია დაგებული. ახალციხელებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, დასუფთავების თვალსაზრისით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც ამჟამად აგრარული ბაზარია განთავსებული. მუნიციპალიტეტის სოფლებში კი ამბობენ, რომ მათ სპეციალური ნაგავსაყრელები არა აქვთ. ადგილობრივები ცდილობენ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ერთ კონკრეტულ ადგილზე მოეყაროს თავი.

ახალციხეს ტენდერში გამარჯვებული შპს,,კეთილმოწყობა” ასუფთავებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ ქალაქს ემსახურებიან და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიასაც დღეში ორჯერ ასუფთავებენ. ,,კონტეინერები დილა-საღამოს გრაფიკის მიხედვით იცლება, ხოლო იქ, სადაც კონტეინერები არ დგას, დასუფთავების სამსახური მოსახლეობას გრაფიკის მიხედვით ემსახურება”, – აცხადებს შპს ,,კეთილმოწყობის” დირექტორი. ამირან ნოზაძის განმარტებით, გრაფიკი რიგ უბნებში კვირაში ორჯერ და ზოგ უბნებში კვირაში მხოლოდ ერთხელ მომსახურებას ითვალისწინებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ, დასუფთავების თვალსაზრისით, თანხა ბიუჯეტში სულ უფრო იზრდება. მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის განცხადებით, წელიწადში დაახლოებით 400 ათასი ლარი იხარჯება. რაც შეეხება ნაგავსაყრელების შემოღობვას, ამ პრობლემის მოგვარებას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარებით გეგმავს.

გელა დემეტრაძე – ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი
შპს ,,კეთილმოწყობაში” აცხადებენ, რომ მომავალში ბუნკერებთან და კონტეინერებთან ერთად მანქანის შესყიდვასაც გეგმავენ, თუმცა დასუფთავების სამსახური მოსახლეობას სთხოვს უკვე არსებულს გაუფრთხილდეს.
XS
SM
MD
LG