Accessibility links

logo-print

ცნობილი გახდა ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა სამ მეცნიერს, რომლებმაც დაადგინეს, რომ სამყარო მზარდი სიჩქარით ფართოვდება. შვეციის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, ფიზიკის დარგში წლევანდელ პრემიას გაინაწილებენ ამერიკელები სოლ პერლმუტერი და ადამ რაისი და ავსტრალიელი ბრაიან შმიტი. ნობელის პრემია ფიზიკის, ისევე როგორც ყველა დანარჩენ დარგში, ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 10 მილიონი შვედური კრონის ოდენობით. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება სტოკჰოლმში 10 დეკემბერს, პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს.
XS
SM
MD
LG