Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტი იწყებს ინდოეთში ვიზიტს


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი დღეს იწყებს ინდოეთში ვიზიტს, რომლის ფონსაც ქმნის დაძაბულობა პაკისტანთან ავღანეთის ურთიერთობაში. ინდოეთი და პაკისტანი კი ტრადიციული მეტოქეები არიან. დაგეგმილია კარზაის შეხვედრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰთან და დოკუმენტებზე ხელმოწერა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განსამტკიცებლად. ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილე ჰამიდ ელმიმ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან ინტერვიუში უარყო ვარაუდი, რომ ინდოეთში კარზაის ვიზიტი პირდაპირ კავშირშია დაძაბულობასთან ავღანეთის და პაკისტანის ურთიერთობაში. მისი განმარტებით, ავღანეთს სურს „ესაუბროს მეგობრებს ახალ კონტექსტში“.
XS
SM
MD
LG