Accessibility links

logo-print

სომალიში აფეთქებამ 70-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


სომალის დედაქალაქ მოგადიშუში 70-ზე მეტი ადამიანი შეიწირა აფეთქებამ შენობასთან, რომელშიც განთავსებულია სამთავრობო უწყებები. დაჭრილია ათობით ადამიანი. პოლიციის თანახმად, შენობასთან აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომლის საჭესთანაც თვითმკვლელი თავდამსხმელი იჯდა. შენობა დაინგრა. ისლამისტური შეიარაღებული ჯგუფის, ალ შაბაბაის თქმით, მან მოაწყო თავდასხმა. ალ შაბაბს კავშირი აქვს ალ ყაიდასთან და აკონტროლებს სომალის სამხრეთისა და ცენტრალური არეალების დიდ ნაწილს. სომალიში გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტი, რომლის შედეგადაც ნაწილობრივ შეწყვეტილია სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა. ოფიციალურად არსებული მთავრობა აკონტროლებს ქვეყნის სულ რამდენიმე რაიონსა და დედაქალაქ მოგადიშუს ნაწილს.
XS
SM
MD
LG