Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ემხრობა ვმო-ს შესახებ მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას


აშშ კვლავ მოუწოდებს საქართველოსა და რუსეთს წარმატებით დაასრულონ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად მიმდინარე მოლაპარაკება. როგორც თეთრი სახლი იუწყება, ამ თემაზე საუბარი იყო ვაშინგტონში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და რუსეთის პირველი ვიცე-პრემიერის იგორ შუვალოვის შეხვედრისას. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და კმაყოფილია ამ პროცესში მოსკოვის მიერ მიღწეული პროგრესით. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკების წარმატებით დასრულებას ემხრობა. შვეიცარიის შუამავლობით საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციები მოლაპარაკებას ამ კვირის ბოლოს, ჟენევაში განაახლებენ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათს განაცხადეს, რომ თუ ეს რაუნდიც შეთანხმების გარეშე დასრულდება, მოლაპარაკების გაგრძელება მომავალ წელსაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG