Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო მადლობას უხდის სააკაშვილსა და ალიევს


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ დღეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრ ხუთ ქვეყანას, ვარშავის სამიტზე გაწეული მხარდაჭერისათვის. ლუკაშენკომ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს იყო კოლექტიური მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან აფასებს ბელორუსია. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ლუკაშენკომ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რადგან, ლუკაშენკოს თქმით, ისინი იყვნენ ყველაზე აქტიური ბელორუსიის მხარდაჭერისას. ვარშავამ 29-30 სექტემბერს უმასპინძლა "აღმოსავლეთის პარნტიორობის" სამიტს, რომელზეც ლუკაშენკო არ მიუწვევიათ.
XS
SM
MD
LG