Accessibility links

საბერძნეთი აცხადებს, რომ შეუძლია მოცდა დახმარების მორიგი ტრანშის მიღებამდე


საბერძნეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბერძნეთს შეუძლია, ნოემბრის შუა რიცხვებამდე დაელოდოს დახმარების მორიგ ტრანშს. საბერძნეთის მთავრობა ადრე აცხადებდა, რომ დახმარების გარეშე ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაუთავდებოდა ფული თავისი ფინანსური ვალდებულებების შესასრულებლად. დღევანდელი განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ევანგელოს ვენიზელოსმა გააკეთა მას შემდეგ, რაც დაესწრო ევროზონის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას ლუქსემბურგში. იქ მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება საბერძნეთისათვის განკუთვნილი დახმარების მორიგი, რვა მილიარდი ევროს ტრანშის მიწოდების თაობაზე. საბერძნეთს ეწვია საერთაშორისო დელეგაცია აუდიტის ჩასატარებლად და იმის დასადგენად, მიღწეულია თუ არა საკმარისი წინსვლა კრედიტის მისაღები პირობების შესასრულებლად. მაგრამ აუდიტი რამდენიმე კვირით შეჩერდა მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა განაცხადა, რომ ვერ მიაღწევს ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად მიმდინარე და მომავალი წლებისთვის დასახულ მიზნებს.
XS
SM
MD
LG