Accessibility links

logo-print

ავღანეთის პრეზიდენტი ინდოეთს ეწვია


ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ინდოეთს ეწვია, რის ფონსაც ქმნის დაძაბულობა პაკისტანთან ავღანეთის ურთიერთობაში. კარზაიმ მოლაპარაკება გამართა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მანმოჰან სინგჰთან. მათ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას, რითაც გაღრმავდება თანამშრომლობა ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. ინდოეთში წელს უკვე მეორე ვიზიტამდე, კარზაიმ პაკისტანი დაადანაშაულა ექსტრემისტების დაფინანსებაში. პაკისტანს ინდოეთიც, მისი ტრადიციული მეტოქე, ადანაშაულებს კავშირში ექსტრემისტებთან, რომლებსაც იერიშები აქვთ განხორციელებული ინდოეთში. ამასთან, ავღანეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მოადგილე ჰამიდ ელმიმ ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურთან ინტერვიუში უარყო, რომ ინდოეთში კარზაის ვიზიტი პირდაპირ კავშირშია დაძაბულობასთან ავღანეთის და პაკისტანის ურთიერთობაში. მისი განმარტებით, ავღანეთს სურს „ესაუბროს მეგობრებს ახალ კონტექსტში“.
XS
SM
MD
LG