Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის რადამ შესაძლოა გააუქმოს ტიმოშენკოსთვის წაყენებული მუხლი


უკრაინის უმაღლესი რადა დღეს განიხილავს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებების რამდენიმე პროექტს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, დეპუტატებმა, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოიღონ მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ - ანუ იმ დანაშაულის შესახებ, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს. 11 ოქტომბერს კიევის სასამართლომ ტიმოშენკოს განაჩენი უნდა გამოუტანოს. პროკურატურა ტიმოშენკოსთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს და აცხადებს, რომ ტიმოშენკოს მიერ გაზის საკითხზე რუსეთთან ხელმოწერილი კონტრაქტები წამგებიანი იყო. ექს-პრემიერი ირწმუნება, რომ უდანაშაულოა და ამტკიცებს, რომ მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას პოლიტიკური საფუძველი აქვს.
XS
SM
MD
LG