Accessibility links

დღეს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი ქიმიის დარგში


დღეს სტოკჰოლმში დაასახელებენ ნობელის პრემიის ლაურეატს ქიმიის დარგში. ორშაბათს მედიცინის დარგში, სამშაბათს კი ფიზიკაში მიღწეული წარმატებისთვის დასახელდნენ ლაურეატები. ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ხუთშაბათს დასახელდება. ნობელის პრემია შვედი მრეწველის - ალფრედ ნობელის ნებით დაარსდა და 1901 წლიდან გაიცემა. 1968 წელს კი შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა ეკონომიკურ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებისთვის დააარსა ალფრედ ნობელის სახელობის პრიზი და მისი მომავალი მფლობელი 10 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG