Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში სარკოზის ვიზიტისას საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება


თბილისში საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის პარალელურად არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილი საპროტესტო აქციას გამართავს. ათამდე ორგანიზაციამ დღეს განაცხადა, რომ თავისუფლების მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი ნიკოლა სარკოზის მიმართვისას ფილარმონიასთან გაიმართება აქცია საზოგადოების იმ ნაწილისა, რომელიც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები დემოკრატიულად არ მიმდინარეობს. აქციაზე გამოქვეყნდება საფრანგეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომელშიც საუბარი იქნება საქართველოში არსებულ პრობლემებსა და ხელისუფლებისადმი პრეტენზიებზე. ნიკოლა სარკოზი თბილისს 7 ოქტომბერს ეწვევა. ეს დღე თბილისის მერიის მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა დედაქალაქში უქმედ გამოაცხადა. ოფიციალური მიზეზია თბილისობის დღესასწაული, რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით 3 დღის განმავლობაში აღინიშნება.
XS
SM
MD
LG