Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო ბიწაძის საქმის განხილვა


თბილისის სააპელაციო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა დაიწყო. ბიწაძის ადვოკატმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 19 აგვისტოს გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი დამნაშავედ ცნეს ჯგუფური ძალადობით პოლიციისადმი წინააღმდეგობის ორგანიზებაში და 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თავად ბიწაძე დანაშაულს არ აღიარებს და სააპელაციო სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ითხოვს. ადვოკატმა ლევან სამუშიამ საინფორმაციო სააგენტოებს განუცხადა, რომ ბრალდების ერთადერთი მტკიცებულებაა გაზაფხულზე შექმნილი დაჯგუფება ”შეფიცულების” ხელმძღვანელის გია უჩავას ჩვენება, რომელსაც ადვოკატი ურთიერთგამომრიცხავს უწოდებს და მტკიცებულებად არ მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG