Accessibility links

logo-print

თურქმენეთში პატიმრობა მიუსაჯეს რადიო თავისუფლების კორესპონდენტს


თურქმენეთში სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების კორესპონდენტ დოვლეთმირატ იაზკულიევს, რომელიც დამნაშავედ ცნო ადამიანის წაქეზებაში, ეცადა თავის მოკვლა. იაზკულიევი, რომელმაც, ბრალდების მიხედვით, ნათესავს ურჩია თვითმკვლელობა, სამშაბათს წარდგა სასამართლოს წინაშე. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ საქმე ეხება ანგარიშსწორებას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა, სტივენ კორნმა იაზკულიევის გასამართლებას უწოდა „აღმაშფოთებელი“ ქმედება და განაცხადა, რომ რადიო თავისუფლება პროტესტს გამოთქვამს განაჩენის გამო. თურქმენი ჟურნალისტის გასამართლება დაგმო აგრეთვე პარიზში დაფუძნებულმა ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ".
XS
SM
MD
LG