Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა სტივ ჯობსი - Apple-ის ყოფილი ხელმძღვანელი


56 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივენ ჯობსი - თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენი. ის გახლდათ კომპანია Apple-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და დიდი ხნის განმავლობაში მისი ხელმძღვანელი. 1970-იან წლებში შექმნილი კომპანია გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელი კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკისა. ”ეფლის” მიერ შემუშავებული პროდუქტები ინდუსტრიის სტანდარტებად იქცეოდა. შედეგად, ეს კორპორაცია გახდა მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანია საბაზრო ღირებულების მიხედვით. სტივ ჯობსი კი, რომლიც თავად ედგა სათავეში კომპანიის არაერთ პროდუქტს, საყოველთაოდ ცნობილი იყო, როგორც ნოვატორი ბიზნესმენი. სტივ ჯობსი რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ავად პანკრეასის კიბოთი. აგვისტოში მან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დატოვა კომპანიის დირექტორის პოსტი.
XS
SM
MD
LG