Accessibility links

ბიძინა ივანიშვილის პრესმდივნად ირაკლი ტრიპოლსკი დაინიშნა


ბიზნესმენისა და მეცენატის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ”ქართუ ჯგუფმა” დღეს გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ივანიშვილის და შემდგომში მისი პოლიტიკური პარტიის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი იქნება. ტრიპოლსკი 2004 წელს დახურულ ტელეკომპანია მე-9 არხს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, რომლის თავმჯდომარის თანამდებობა 2008 წელს დატოვა და მიზეზად ის დაასახელა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ასრულებს საზოგადოების დაკვეთას. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიის შექმნისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, განცხადების სრული ტექსტი ხვალ გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG