Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ მთიან ყარაბაღში ინციდენტის აგმო


სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადავო რეგიონ მთიან ყარაბაღში ურთიერთსროლის გამო, რასაც სამი სამხედრო შეეწირა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სომხეთის არმიასთან სროლის შედეგად მისი ორი ჯარისკაცი დაიხოცა. ბაქო სომხეთს აბრალებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანი დაადანაშაულა, განაცხადა რა, რომ მისი ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა. ეთნიკური სომეხმა სეპარატისტებმა , რომლებსაც ერევანი უწევს მხარდაჭერას, 1990-იან წლებში დაიკავეს ეთნიკური სომხებით დასახლებული რეგიონი მთიანი სარაბაღი, რომელიც დე იურე აზერბაიჯანის ნაწილია. რეგიონში ვითარება დაძაბული რჩება და გრძელდება ინციდენტები 1994 წელს განსაზღვრული საზავო ხაზის გასწვრივ.
XS
SM
MD
LG