Accessibility links

logo-print

ქაბულში პროტესტს გამოთქვამენ სამხედრო ინტერვენციის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით


ქაბულში ასობით ავღანელი შეიკრიბა პროტესტის გამოსათქმელად, ავღანეთში საერთაშორისო ძალების ინტერვენციის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით. ცნობების თანახმად, დემონსტრანტებმა დაწვეს შეერთებული შტატების დროშა, ისმოდა ამერიკის დამგმობი შეძახილები. პარასკევს შესრულდება ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ინტერვენციის მე-10 წლისთავი. ინტერვენციის შედეგად დაემხო თალიბანის მმართველობა, რასაც წინ უსწრებდა თალიბანის უარი ვაშინგტონისათვის ოსამა ბინ ლადენის გადაცემაზე. აშშ ბინ ლადენს აკისრებს პასუხისმგებლობას 2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებზე. ამჟამად თალიბანი განაგრძობს ბრძოლას საერთაშორისო ძალებთან, რომლებიც ავღანეთში 140 000 უცხოელი ჯარისკაცით არიან წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG