Accessibility links

logo-print

დღეს მოსკოვში გაიმართა დმიტრი მედვედევისა და ალექსანდრ ანქვაბის შეხვედრა


დღეს მოსკოვში გაიმართა რუსეთის და მის მიერ აღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება. მისი დასრულების შემდეგ ალექსანდრ ანქვაბმა განაცხადა, რომ ზოგიერთი ქვეყნის ნერვიული რეაქციის მიუხედავად, აფხაზეთი რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას განავითარებს. ანქვაბმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც აფხაზეთს არა ლაპარაკით, არამედ კონკრეტული საქმით ეხმარება. თავის მხრივ, პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ სწორედ დღეს მოაწერა ხელი დუმისა და ფედერაციის საბჭოს მიერ რატიფიცირებულ შეთანხმებას, რომელიც აფხაზეთში რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას განსაზღვრავს. მედვედევისა და ანქვაბის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მათი თანდასწრებით დელეგაციებმა რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს. მათ შორისაა, სასაზღვრო პუნქტების მოწყობისას ინფორმაციის გაცვლის და მოსაზღვრე აკვატორიაში არსებული ობიექტების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების ხელშეკრულებები. დღესვე რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გარდაცვლილი პრეზიდენტის სერგეი ბაგაფშის ქვრივს მამაცობის ორდენი გადასცა. პრეზიდენტ მედვედევის განკარგულებაში ნათქვამია, რომ სერგეი ბაგაფში ამ ორდენით გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ამიერკავკასიის უსაფრთხოების განმტკიცებაში სიცოცხლეში შეტანილი წვლილის გამო.
XS
SM
MD
LG