Accessibility links

logo-print

საფრანგეთს თავშესაფარს სთხოვს ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი


საფრანგეთს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს რეგიონული ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებელი და დირექტორი ჯონდო ნანეტაშვილი. საფრანგეთის პრეზიდენტისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩისადმი მიმართვაში ის აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც მიუღებელია დამოუკიდებელი მედიასაშუალებების არსებობა, ყველა ზომას მიმართავს ”თრიალეთისა” და მისი დამფუძნებლების გასანადგურებლად. ჯონდო ნანეტაშვილი საუბრობს შარშან, გორში სამართალდამცავების მიერ მის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რის გამოც საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია. რეგიონული ტელეკომპანიის დამფუძნებელი ასევე აცხადებს, რომ შესთავაზეს არხის გაყიდვა და წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლებისგან ზეწოლით დაემუქრნენ. ნანეტაშვილი საუბრობს მისი ოჯახის წევრებსა და ტელეკომპანიის ჟურნალისტებზე ზეწოლაზეც, რასაც ხელისუფლების მაღალჩინოსნების მითითებად აფასებს. საფრანგეთისგან პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას რეგიონული ტელეკომპანიის ხელმძღვანელი იმით ხსნის, რომ პირადად მისი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება საქართველოში დაცული არ არის.
XS
SM
MD
LG