Accessibility links

logo-print

”როიტერსი”: სარკოზი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს საქართველოს


საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისში ხანმოკლე ვიზიტისას საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ სააგენტო ”როიტერსი” იუწყება ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით. სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში ნიკოლა სარკოზი თბილისს 7 ოქტომბერს ეწვევა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრამდე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.
XS
SM
MD
LG