Accessibility links

logo-print

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა თუმას ტრანსტრომერს


ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა შვედ პოეტს, თუმას ტრანსტრომერს. ის 80 წლისაა. შვეციის სამეფო აკადემიის გადაწყვეტილების შესახებ დღეს, სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა აკადემიის მდივანმა, პეტერ ენგლუნდმა: „ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2011 წელს ენიჭება შვედ პოეტს, თუმას ტარნსტრომერს, რადგან მისი ტევადი, გამჭვირვალე სახეები ახლებურად გვაჩვენებს რეალობას“. ტრანსტრომერს მოიხსენიებენ თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ პოეტად შვედეთში. ლიტერატურაში მისი დებიუტი თარიღდება 1954 წლით, როცა პოეტი 23 წლის იყო. მისი ნაწარმოებები გადათარგმნილია 50-მდე ენაზე. ნობელის პრემიას უკავშირდება ფულადი ჯილდო 10 მილიონი შვედური კრონის (1,45 მლნ დოლარის მოცულობით). ლიტერატურის დარგში წლევანდელი ლაურეატის გამოცხადებას წინ უსწრებდა მედიცინის, ფიზიკისა და ქიმიის დარგებში ნობელის წლევანდელი პრემიების ლაურეატთა დასახელება. ხვალ ცნობილი გახდება მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის ვინაობა.
XS
SM
MD
LG