Accessibility links

logo-print

უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს სავიზო რეჟიმის გამარტივებისაკენ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ევროკავშირს მოუწოდებს, გაუმარტივოს უკრაინელებს ტურისტული ვიზის აღება და ბიზნესის კეთება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იანუკოვიჩი ამ მოწოდებით გამოვიდა ათენში, საბერძნეთის პრეზიდენტ კაროლოს პაპულიასთან შეხვედრის შემდეგ. იანუკოვიჩის ვარაუდით, მისი ქვეყანა 10 წელიწადში გაწევრიანდება ევროკავშირში. საყურადღებოა, რომ ევროკავშირმა ბოლოხანს რამდენჯერმე გააკრიტიკა უკრაინის მთავრობა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ოპოზიციის ლიდერ იულია ტიმოშენკოს გასამართლების გამო.
XS
SM
MD
LG