Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ დაადანაშაულა პაკისტანი "საეჭვო ელემენტებთან" კავშირში


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დაადანაშაულა პაკისტანის საიდუმლო სამსახურები, ავღანეთში, როგორც მან თქვა, „საეჭვო ელემენტებთან“ კავშირში. თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ობამამ თქვა, რომ ისლამაბადმა უნდა გაითვალისწინოს ვაშინგტონის შეშფოთება, თუკი მოელის გრძელვადიან ორმხრივ ურთიერთობებს. ობამას თქმით, პაკისტანის ხელისუფლება იმაზე აკეთებს გათვლას, რომ ავღანეთიდან კოალიციის ჯარის წასვლის შემდეგ, იქ ხელისუფლებაში სწორედ ის ძალები მოვლენ, რომელთანაც მას აქვს კავშირი. ადრე აშშ-მა დაადანაშაულა პაკიტანის დაზვერვა შეიარაღებულ ჯგუფ „ჰაკანისთან" კავშირში, რომელიც ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის, რაბანის მოკვლაში უნდა იყოს გარეული. აშშ-სა და პაკისტანს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როცა ამ ქვეყანაში აშშ-ის სპეცრაზმმა მოკლა ალ ყაიდის ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი.
XS
SM
MD
LG