Accessibility links

logo-print

თბილისში ღონისძიება გაიმართება ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით


ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ - კავკასიური სახლის" ოფისში ჩატარდება სემინარი თემაზე: სიტყვის თავისუფლება - ადამიანის ფუნდამენტური უფლება. სემინარზე მოხსენებას წაიკითხავენ ვახუშტი მენაბდე და ოლეგ პანფილოვი. დისკუსიის დასასრულს ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი "ანა, შვიდი წელი ფრონტის ხაზზე".
XS
SM
MD
LG