Accessibility links

logo-print

ერაყი მზადაა ლიბიის ახალ ხელისუფლებას დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს


ერაყი მზად არის ლიბიის ახალ ხელისუფლებას დემოკრატიის მშენებლობაში დაეხმაროს. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ ბაღდადში ლიბიის ხელისფულების ლიდერის მოვალეობის შემსრულებელთან მაჰმუდ ჯიბრილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ერაყის პრემიერმა ლიბიელ ექსპერტებს ახალი კონსტიტუციის შექმნაში დახმარება შესთავაზა და აღნიშნა, რომ ერაყი 2003 წელს ისევე გათავისუფლდა დიქტატურისგან, როგორც ლიბია 2011 წელს.
XS
SM
MD
LG