Accessibility links

დღეს დაასახელებენ ნობელის პრემიის ლაურეატს მშვიდობის დარგში


დღეს გამოცხადდება ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ტრადიციის მიხედვით, აღნიშნულ პრემიას გასცემს არა შვედეთის აკადემია არამედ ნორვეგიის ნობელის კომიტეტი. სხვადასხვა მოსაზრებას შორის განიხილება ვერსია იმის შესახებ, რომ პრემიის ლაურეატი შესაძლოა გახდეს ე.წ. ”არაბული გაზაფხულის” რომელიმე აქტივისტი ან ორგანიზაცია. პოტენციურ ლაურეატებად ასახელებენ რუსეთში მოქმედ უფლებადამცველ ორგანიზაციას - ”მემორიალი”, ლიბერიის ექსპრეზიდენტს ელენ ჯონსონ სირლიფს - აფრიკის კონტინენტზე პირველ ქალ-ლიდერს, ასევე ევროსაბჭოს ან მასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს.
XS
SM
MD
LG