Accessibility links

logo-print

საფრანგეთის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა 15:00 საათის შემდეგ


დღეს, 15 სათის შემდეგ, კავკასიის ტურნეს ფარგლებში, თბილისს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი სომხეთიდან ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების საქართველოს მოქალაქეებისადმი სიტყვით მიმართვა თავისუფლების მოედანზე. საქართველოში საფრანგეთის საელჩომ სოციალური ქსლის ”ფეისბუკის” საშუალებით საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დელეგაციის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საელჩოს ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაში იქნებიან მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი ერიკ ბესონი, მინისტრი თანამშრომლობის საკითხებში ანრი დე რენკური, ტრანსპორტის მინისტრი ტიერი მარიანი და სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში პიერ ლელუში. საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოს დღესვე დატოვებს.
XS
SM
MD
LG