Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა სამ ქალს


მშვიდობის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია მიენიჭა სამ ქალს - ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონ-სერლიფს, ასევე ლიბერიელ აქტივისტს, ლეიმაჰ გბოვის და იემენელ დავაკულ კარმანს. ნორვეგიის ნობელის კომიტეტის განცხადებით, სამ ქალს პრემია მიენიჭა ქალების უსაფრთხოებისა და ქალთა უფლებებისათვის მშვიდობიან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. წლევანდელ ლაურეატთა დასახელების შემდეგ, ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, ტორნბიორნ იაგლანდმა აღნიშნა: „ნორვეგიის ნობელის კომიტეტი იმედოვნებს, რომ ელენ ჯონსონ სერლიფის, ლეიმაჰ გბოვისა და ტავაკულ კარმანისათვის პრემიის მინიჭება ხელს შეუწყობს ბოლოს მოღებას ქალების ჩაგვრისთვის, რაც კვლავაც გრძელდება ბევრ ქვეყანაში და ხელს შეუწყობს დემოკრატიისა და მშვიდობისათვის იმ დიდი პოტენციალის რეალიზებას, რომელსაც ქალები შეიძლება წარმოადგენდნენ“.
XS
SM
MD
LG