Accessibility links

სარკოზი თურქეთს მოუწოდებს, აღიაროს სომეხთა „გენოციდი“


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ, თურქეთს მოუწოდა, „გენოციდად“ აღიაროს სომხების დახოცვა პირველი მსოფლიო ომის დროს. სარკოზიმ დღეს სომხეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ, თუ თურქეთი არ გადადგამს „ამ ნაბიჯს შერიგებისაკენ“, სარკოზიმ შესაძლოა, საფრანგეთის პარლამენტს შესთავაზოს კანონპროექტი, რომელიც გაითვალისწინებს გენოციდის უარყოფის გამოცხადებას დანაშაულად. „თუ თურქეთი გადახედავს თავის ისტორიას და პირისპირ შეხედავს მის შუქ-ჩრდილებს, ეს საკმარისი იქნება გენოციდის აღიარებისათვის. თუ თურქეთი ამას არ გააკეთებს, მაშინ ეჭვი არ არის, რომ საჭირო იქნება უფრო შორს წასვლა“, - განაცხადა სარკოზიმ სომხეთში ვიზიტისას. სომხეთი აცხადებს, რომ 1,5 მლნ სომხის სიცოცხლე შეიწირა გენოციდმა ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს. თურქეთი არასწორად მიიჩნევს ამ რიცხვს და უარყოფს გენოციდის ბრალდებას. საფრანგეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, რომლებმაც გენოციდად აღიარეს სომხების დახოცვა. სომხეთის შემდეგ სარკოზის ტურნე გრძელდება აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტებით.
XS
SM
MD
LG