Accessibility links

logo-print

რუსეთში აცხადებენ პოლიტკოვსკაიას საქმეზე ახალი ბრალდების შესახებ


რუსეთში ახალი ბრალდებები წაუყენეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილებს. პოლიტკოვსკაია ხუთი წლის წინ, 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, მისივე სახლის სადარბაზოში. ჟურნალისტი ქალი, გამოცემა „ნოვაია გაზეტას“ რეპორტიორი, ცნობილი იყო კორუფციის, ჩეჩნეთში ომისა და მაშინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ კრიტიკული პუბლიკაციებით. პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან ხუთი წლის შემდეგაც არ არის გამოტანილი განაჩენები. დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ ბრალდებებს უყენებს ჩეჩნეთის მკვიდრ ლომ-ალი გაიტუკაევს, ჩეჩნეთის მკვიდრს, რომელიც ეჭვმიტანილია მკვლელობის ორგანიზებაში.
XS
SM
MD
LG