Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7-8 ოქტომბერს გაიმართება ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით საქართველოსთან მოლაპარაკებას რუსეთი ჟენევაში, შვეიცარიის შუამავლობით განაახლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ მოლაპარაკების ახალი და შესაძლოა, ბოლო რაუნდი 7-8 ოქტომბერს გაიმართება. მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას თქმით, საქართველოს დელეგაციას მკაფიო და პრინციპული პოზიცია აქვს იმ პირობების მიმართ, რომელთა შესრულების შემთხვევაში, რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას შეძლებს. ჯალაღანიამ აღნიშნა, რომ თუ დიალოგი ვერ შედგა საქართველო იძულებული იქნება, ხელი არ შეუწყოს ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხის მოგვარებას ოქტომბრის რაუნდზე და მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკება მომავალ წელს გაგრძელდება. ამ რაუნდის წინ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და სახელმწიფო მდივანმა საქართველოს და რუსეთს მოუწოდეს, მოლაპარაკება წარმატებული შედეგით დაასრულონ.
XS
SM
MD
LG